შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

საქართველოს დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ეროვნული უსაფრთხოების ყოვლისმომცველი თანამედროვე დოქტრინა. წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული მდგომარეობა საგანგაშოა სახელმწიფოს როგორც შიდა, ისე საგარეო საფრთხეების მასშტაბით. აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების გამოვლენა, ჩვენი ეროვნული მიზნების მკაფიოდ გამოკვეთა და მათი მიღწევის რეალური მექანიზმების განსაზღვრა. ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სათანადო კონცეპტუალური ბაზის მომზადება, რომელიც უნდა მოიცავდეს ქვეყნის სტრატეგიული  და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობას საერთაშორისო სამართლის პრინციპების, პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით, უსაფრთხოების პოლიტიკის სათანადო გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას, პოლიტიკის თანამიმდევრულ განხორციელებასა და შესაბამის საკადრო უზრუნველყოფას.

პარტიის პოზიცია