შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიან ნაციონალური მოძრაობას, გადასახადების შემცირების პარალელურად, როგორც დეფიციტის, ასევე ვალის შემცირების კარგი გამოცდილება აქვს. ერთი მხრივ, ბიუროკრატიაზე და სხვა არაეფექტიან პროექტებზე გაწეული ხარჯების შემცირების გზით მოხდება დროთა განმავლობაში ბიუჯეტის დაბალანსება და დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება. ამავე დროს, დეფიციტი არ იქნება მშპ-ის 3%-ზე მეტი. ასევე, აუცილებელია ვალის შემცირება. ენმ შეამცირებს და დროთა განმავლობაში უარს იტყვის შიდა ვალის აღებაზე, რომელიც ძვირი და ქვეყნის ეკონომიკისთვის არასახარბიელოა. ასევე საგარეო ვალის შეფარდება ეკონომიკასთან შემცირდება ბიუჯეტის დაბალანსების პარალელურად.

პარტიის პოზიცია