შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გადასახადების შემცირების პარალელურად, ჩვენ შევკვეცთ ზედმეტ სახელმწიფო ბიუროკრატიასა და ხარჯებს. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ უარს ვიტყვით ზედმეტ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე.

  • 2017 წელს ჩვენ სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტურ ხარჯებს შევამცირებთ სულ მცირე ერთი მილიარდი ლარით;

  • ხარჯების ამ შემცირებას შეუქცევად იხასიათი რომ მივცეთ, 2018 წლიდან საბიუჯეტო ხარჯების ზრდას შევზღუდავთ რეალური ეკონონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებლით;

  • „თავისუფლების აქტში" ჩვენ შევიტანთ ცვლილებას, რომელიც 2019 წლიდან მთავრობის ხარჯების მოცულობას შეზღუდავს მშპ-ს 25%-ით. 2022 წლიდან ეს მაჩვენებელი მშპ-ს 20%-ით განისაზღვრება.
პარტიის პოზიცია