შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თამარ კეკენაძე - მესამე ძალა


 

ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია

მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას

 

კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.

 

დაბადების თარიღი/ადგილი

12/04/1982, თბილისი


ოჯახური მდგომარეობა

დასაოჯახებელი 


განათლება

თამარ კეკენაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მიღებული აქვს ეკონომიკის დოქტორისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მაგისტრის ხარისხი. არის დონალდ რამსფელდის ფონდის და სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერობის განვითარების აკადემიის სტიპენდიატი.


სამუშაო გამოცდილება
2020 წლის სექტემბრიდან დღემდე თამარ კეკენაძე მპგ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა. 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული პარტიის საქმიანობაში. მანამდე მუშაობდა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციაში ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით. 2012-2015 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საქართველოს მისიას ნატოსა და ევროკავშირში. 2009-2011 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იკავებდა ნატოს სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2005-2008 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა,“  სადაც  ნატოს შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს კურირებდა.

მერობის კანდიდატის პოზიცია