ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა. დაბადების თარიღი/ადგილი 27/02/ 1978, სამტრედია ოჯახური მდგომარეობა განათლება სამუშაო გამოცდილება 2017-2021 წლებში კახა კალაძე იყო თბილისის მერი. 2012-2017 წლებში - ვიცე-პრემიერი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. 2013 წლიდან დღემდე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გაიმარჯვა სამტრედიის ოლქში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატადაც იყო დასახელებული. 2011 წლიდან კახა კალაძე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. 2008 წელს იყო „პროგრეს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამავე წელს საქველმოქმედო „კალა ფონდი“ დააფუძნა. 2007 წელს დააარსა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი“. პარალელურად ვითარდებოდა მისი საფეხბურთო კარიერა.
მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას
1989 წელს სამტრედიის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში დაწყებული სტარტი კახა კალაძემ 1993 წელს თბილისის „დინამოში,“ 1998-2001 წლებში - კლუბ „დინამო კიევში“ გააგრძელა. 2001-2010 წლებში მისი სპორტული ცხოვრება იტალიურ საფეხბურთო კლუბ „მილანს“ უკავშირდება, ხოლო 2010-2012 წლებში კლუბ „ჯენოაში“ გადავიდა. 1996-2012 წლებში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა. კახა კალაძე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ასევე, მიღებული აქვს ტიტულები: იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, სერია A. საფეხბურთო კარიერა 2012 წელს პოლიტიკაში მოსვლამდე დაასრულა.