ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა. დაბადების თარიღი/ადგილი 21/12/1979, თბილისი ოჯახური მდგომარეობა განათლება სამუშაო გამოცდილება
მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას
ნიკა მელიამ დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სწავლობდა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არის მაგისტრის ხარისხის მფლობელი.
ნიკა მელია 2020 წლიდან დღემდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის წევრია. 2017-2020 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. 2016-2019 წლებში - საქართველოს პარლამენტის წევრი.
2013-2014 წლებში ნიკა მელია მთაწმინდის რაიონის გამგებელია. 2010-2012 წლებში - ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. 2010-2012 წლებში იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარე, 2010 წელს - ამავე ბიუროს უფროსი. 2010 წელსვე ნიკა მელია მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად. 2009-2010 წლებში ეკავა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პოზიცია. 2008-2009 წლებში იყო ამავე ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე.
2007-2008 წლებში ნიკა მელია ჯერ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის მრჩეველი გახდა, შემდეგ - ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველი. 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში გამომძიებლად.