შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის


 

ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია

მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას

 

კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.

 

დაბადების თარიღი/ადგილი

13/12/1986, ზესტაფონი


ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს ერთი შვილი  


განათლება
ანა ბიბილაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. აქვს მაგისტრის ხარისხი და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური წოდება. 2018 წელს ლისაბონის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ქალაქის მწვანე ქსელის ფორმირებისა და ეკოლოგიის მიმართულებით კვლევებზე მუშაობდა.


სამუშაო გამოცდილება
2018 წელს ანა ბიბილაშვილმა დააფუძნა სტუდენტთა განვითარების ფონდი, რომელიც არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმებისა და მათი საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მიმართულებით მუშაობდა. 2017 წელს საქმიანობდა არასამთავრობო ორგანიზაცია - „პოლონეთის სოლიდარობის ფონდში“ მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამონაწილეობითი დაგეგმარების ურბანულ ექსპერტად. ამავე წელს ანა ბიბილაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა. 2015 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკავა არქიტექტურის მიწვეული პედაგოგის, წამყვანი სპეციალისტის პოზიცია. 2012 წელს დააარსა არქიტექტურული სტუდია „ბიბი“. 2007-2012 წლებში მუშაობდა მთავარ არქიტექტორად  ახალ, ამერიკულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სამშენებლო კომპანიაში.

მერობის კანდიდატის პოზიცია