შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი გახარია - საქართველოსთვის


 

ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია

მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას

 

კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.

 

დაბადების თარიღი/ადგილი

19/03/1975, თბილისი


ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი 


განათლება

გიორგი გახარიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მიღებული აქვს უმაღლესი ბიზნეს სკოლის ბიზნესის მართვის მაგისტრისა და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება.


სამუშაო გამოცდილება
2019-2021 წლებში გიორგი გახარია იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. 2019 წელს იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. 2017-2019 წლებში -  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და  საქართველოს ვიცე-პრემიერი. 2016-2017 წლებში გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია, 2014-2017 წლებში - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. 2013-2016 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე მუშაობდა. 2008-2013 წლებში იყო Lufthansa Service Holding-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2006-2009 წლებში საქმიანობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეულ ლექტორად.

მერობის კანდიდატის პოზიცია