თბილისმა, როგორც ინოვაციებისა და ცოდნის ქალაქმა, მოქალაქეების მაღალი კომპეტენცია/კონკურენტუნარიანობა უნდა უზრუნველყოს. ასევე, ცოდნა ტევადი ბიზნესების ხელშემწყობი კლიმატის შექმნა. თბილისი გახდება ჰაბი ინოვაციური ბიზნესისთვის, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი დისტანციური სერვისების მიღება, კერძოდ, კომპანიის რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშის გახსნა, იურიდიული მომსახურება, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის ბიზნესის წარმოება, საერთაშორისო IT კომპანიების წარმომადგენლობის გახსნა. ასევე, შეიქმნება:
IT ქალაქი - მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური ცენტრი
სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარება