შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თამარ კეკენაძე - მესამე ძალა

თბილისს უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა აქვს. შესაბამისად, საჭიროა ქალაქის საჰაერო და სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება. ამისთვის აუცილებელია პირდაპირი საჰაერო კავშირები მსოფლიოს მთავარ დედაქალაქებთან და შესაბამისი სამგზავრო-სატვირთო ინფრასტრუქტურის შექმნა. ჩვენი გეგმით:

 

1. 2024 წლის 1 იანვრისთვის თბილისი გახდება საჰაერო ჰაბი; სამსაათიან საფრენ რადიუსში ყველა მილიონიან ქალაქთან  პირდაპირი რეისი გვექნება;

 

2. თბილისის აეროპორტის ირგვლივ შეიქმნება სასაწყობო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რაც  საერთაშორისო ტვირთბრუნვას გაზრდის. ეს ინიციატივა  დამატებით 5000-მდე სამუშაო ადგილს მოგვიტანს.

 

თბილისის თითოეული უბანი თავისი ისტორიით, რელიეფით თუ განაშენიანებით უნიკალურია. თანაბრად განვითარებული ქალაქის კონცეფციის შესაბამისად, ყველა უბანი გახდება თბილისის სახე და შეიძენს უნიკალურ ფუნქციას. შესაბამისად, ადგილობრივი მაცხოვრებლების   ჩართულობით, განისაზღვრება უბნების განვითარების ერთიანი სტრატეგია და თბილისი აღარ  დაიყოფა პერიფერიებად და ცენტრებად. ყველა უბანს ექნება თავისი ცენტრი, სადაც  დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

 

ამ ამოცანისთვის შევიმუშავეთ 3 ძირითადი ინიციატივა:

 

1. ყველა უბანში ახალი თაობის მუნიციპალური სერვისცენტრის შექმნა; ყველა საჯარო სერვისის  ერთ სივრცეში გაერთიანება; კულტურულ-საგანმანთლებლო სივრცე, ბიბლიოთეკა/მედიათეკა, ადგილზე კოვიდკონსულტაცია, ვაქცინაცია და ტესტირება, სერვისების დიგიტალიზაცია და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ელექტრონული მართვის სისტემა;

 

2. ძველი საწარმოო ცენტრებისთვის ახალი ეკონომიკური ფუნქციის შეძენა (ავჭალა, დიდუბე, ნაძალადევი და სხვ.);

 

3. "ხრუშჩოვკებიდან" ევროპული სტანდარტის ურბანულ სივრცეებზე გადანაცვლება.

მერობის კანდიდატის პოზიცია