შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თამარ კეკენაძე - მესამე ძალა

თბილისი უნდა გახდეს მაღალგანვითარებული ევროპული ქალაქი, სადაც თითოეული თბილისელი იცხოვრებს ღირსეულად, თავს იგრძნობს დაცულად და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას შეძლებს. ჩვენი კომპლექსური და ინოვაციური გეგმის მიზანია, თბილისში  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, საშუალო ხელფასის გაზრდა და  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

 

ჩვენი ძირითადი პრიორიტეტებია:

 

1. ქალაქის თანამონაწილეობითი მართვა;

2. თანაბრად განვითარებული ქალაქი - ყველა უბანი თბილისის სახე;

3. თბილისი - ცოდნისა და ტექნოლოგიების ქალაქი;

4. თბილისი - კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი;

5. თბილისი - ევროპის ტურისტული და კულტურული ცენტრი;

6. თბილისი - გლობალური საჰაერო-სატრანზიტო ჰაბი.

მერობის კანდიდატის პოზიცია