შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თამარ კეკენაძე - მესამე ძალა

2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ძალადობა როგორც მედიის წარმომადგენლების, ასევე, ლგბტქი+ თემის მიმართ არის ძალიან მძიმე და მიუღებელი დანაშაული  საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისთვისაც ადამიანი, მისი გამოხატვის თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება უმთავრესი ღირებულებაა. შესაბამისად, 5 ივლისს მყისიერად გამოვეხმაურეთ აღნიშნულ ძალადობას. სახელმწიფოს რეაგირება უნდა ყოფილიყო მკაფიო, რომელიც კონკრეტული ქმედებებით დაგვანახებდა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები და თანასწორობა  დაცულია, კონსტიტუცია კი - უმაღლესი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის  შეკრების თავისუფლებას.

 

მთელი ჩემი პროფესიული საქმიანობა მიმართულია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ისეთი საზოგადოების შექმნისკენ, სადაც ყველა ადამიანის, მათ შორის, უმცირესობების უფლებები თანაბრად  დაცული იქნება. მიხარია, რომ როგორც პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარეს,  შესაძლებლობა მქონდა, ხელი მომეწერა ლგბტქ+ ადამიანთა უფლებების დაცვის მემორანდუმზე, რომლის ფარგლებში პარტიები ვიღებთ ვალდებულებას, დავიცვათ მათი უფლებები და არ დავუშვათ მათ მიმართ დისკრიმინაცია.

მერობის კანდიდატის პოზიცია