შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თამარ კეკენაძე - მესამე ძალა

არსებულ პროგრამებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება მიზნობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, წინამდებარე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში. ამჟამად ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 8%-9%-იან ნიშნულს არ სცდება ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შემთხვევაში. კიდევ უფრო დაბალია წინამდებარე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს სკრინინგის პროცენტულობა. 4 წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით ამ ციფრების მინიმუმ, გაორმაგებას ვგეგმავთ.

 

მეორე მიმართულება თბილისში (და მთლიანად ქვეყანაში) კოვიდის მართვის გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას და ელექტრონული სერვისების დანერგვას. ახალი თაობის მუნიციპალურ სერვისცენტრებში ვგეგმავთ კოვიდვაქცინაციის, ტესტირების და ინფორმაციის მიწოდების სერვისების დანერგვას - კოვიდ პასპორტებს, QR კოდებს და ონლაინ რეგისტრაციას.

 

კიდევ ერთი ინიციატივა თბილისის ყველა მცხოვრებისთვის ჯანდაცვის ინდივიდუალური გეგმის შეთავაზებაა. თითოეულ მოქალაქეს ექნება პერსონალური ჯანდაცვის გეგმა - დაბადების მომენტიდან (ან პროგრამაში ჩართვიდან), რაც  საშუალებას მისცემს, ოჯახის ექიმის დახმარებით ჩაიტაროს ყველა სავალდებულო აცრა, გაიაროს საჭირო გასინჯვები (მათ შორის, სიმსივნის სკრინინგი), ჰქონდეს წვდომა რეცეპტით დანიშნულ წამლებზე, დაგეგმოს ექიმთან ვიზიტი ან საჭირო პროცედურა მისთვის მისაღებ დროს და ადგილას.

მერობის კანდიდატის პოზიცია