ჩვენი გეგმით, კულტურის ტრადიციულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ზრუნვასთან ერთად, განვახორციელებთ საერთაშორისო მნიშვნელობის ე.წ. მეგაპროექტებს. თბილისი უნდა გახდეს 4 სეზონის ქალაქი:
1. 2023 წლიდან 1-7 იანვარს ყოველწლიურად გაიმართება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი საახალწლო ფესტივალი;
2. ყოველწლიურად ჩატარდება მსოფლიო ხალხების ეთნოკულტურული ფესტივალი;
3. ღვინის საერთაშორისო ფესტივალი;
4. ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი.