თბილისის დასუფთავების საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია:
1. შეიქმნას ღირსეული სამუშაო პირობები ამ სფეროში დასაქმებულთათვის, რაც გულისხმობს როგორც სახელფასო განაკვეთის ზრდას, ასევე, სამუშაო საათებისა და სხვა პირობების მოწესრიგებას;
2. თანამედროვე სტანდარტის ტექნიკით აღიჭურვოს შესაბამისი სამსახურები;
3. სრულფასოვნად დაინერგოს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა.