შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა - ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ეკონომიკური შეღავათების პაკეტი, რომელიც გულისხმობს:

 

1. 2021-2022 წლების პერიოდში მოიჯარეთა ქირისგან სრულად გათავისუფლებას, რითაც 700-მდე მოიჯარე ისარგებლებს; საუბარია ჯამში 11 მილიონამდე ლარზე;

 

2. ღია კაფეების ქირისგან გათავისუფლებას 2022 წლის ბოლომდე, რითაც 160-მდე ღია კაფე ისარგებლებს; საუბარია ჯამში დაახლოებით 800 000 ლარზე;

 

3. 1000-მდე მოიჯარესა და ღია კაფეს მფლობელს საშუალება ექნება, უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა დღეს მოქმედი სახელშეკრულებო პირობებით, დამატებით, 2 წლით გაიხანგრძლივოს. ამასთანავე, იმ მოიჯარეებს, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ/ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყდათ - 2020 წლის 1-ლი იანვრიდან - დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის პირველ იანვრამდე იწურება, მუნიციპალიტეტი სთავაზობს ხელშეკრულების ვადის აღდგენა-გაგრძელებას 2024 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნული ღონისძიება შეეხება იმ მოიჯარეებს, რომლებიც ხელშეკრულების ვადის გასვლის/შეწყვეტის მიუხედავად, ფაქტობრივად, დღემდე სარგებლობენ უძრავი ქონებით;

 

4. ათასობით მოიჯარეს, რომელთაც სარგებლობის ქირის გადაუხდელობის გამო მილიონობით ლარის პირგასამტეხლო ერიცხებათ, დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები ჩამოეწერებათ;

 

5. ტურისტული ობიექტები ერთჯერადად გათავისუფლდება დასუფთავების მოსაკრებლისგან.

მერობის კანდიდატის პოზიცია