შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება

2017 წელს ჩვენი მისია იყო, თბილისი გვექცია სიცოცხლით სავსე ქალაქად, სადაც დაწესდებოდა გარემოსდაცვითი სტანდარტები, მოწესრიგდებოდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განაშენიანება მოხდებოდა გეგმაზომიერად, ინფრასტრუქტურა განახლდებოდა ევროპის საუკეთესო ქალაქების მაგალითზე. დღეს ჩვენი ამოცანაა, ეს სიკეთეები ვაქციოთ სტანდარტად დედაქალაქის ყველა უბნისთვის, რომ ყველა უბანს ჰქონდეს ერთნაირი და უმაღლესი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის ყველა უბანში მცხოვრებ ადამიანებს ერთნაირად მიუწვდებოდეთ ხელი მუნიციპალურ სერვისებსა და ყველა იმ სიკეთეზე, რისი შეთავაზებაც სახელმწიფოს შეუძლია. მეტი სიცოცხლე ყველა უბანში - ეს იქნება ჩვენი პასუხი თბილისის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ეს იქნება ჩვენი მისია მომავალი 4 წლის განმავლობაში!

მერობის კანდიდატის პოზიცია