შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება

მომდევნო წლიდან ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პროგრამებს დაემატება შემდეგი პროგრამები:

 

  • ონკომედიკამენტების პროგრამის გაფართოება -  მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა გაფართოვდება, რაც გულისხმობს ონკოლოგიური დიაგნოზების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდასა და არაჰოჯკინის ლიმფომისა თუ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.

  • სახსრების ენდოპროთეზირება - დაფინანსდება სახსრების ენდოპროთეზირება, რაც გულისხმობს თბილისის მოსახლეობისთვის მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

  • ორგანიზებული სკრინინგი - განხორციელდება დაავადებათა ორგანიზებული სკრინინგი, რაც გულისხმობს კიბოს პრევენციის მიზნით მოსახლეობის დროულ ჩართვას მიზნობრივ გამოკვლევებში.

  • გაფანტული სკლეროზის გამოკვლევების პროგრამა - გაფართოვდება გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, რაც გულისხმობს აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევის, კერძოდ, მრტკვლევის დაფინანსებას.

  • ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა - ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების ხელმისაწვდომობისა და სწორი დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება ძუძუს ექოსკოპიის, მრტ-კვლევისა და სხვა ლაბორატორიული კვლევების დაფინანსება.

  • დაავადებათა სკრინინგის გაფართოება - გაფართოვდება დაავადებათა სკრინინგის პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის კომპონენტი, კერძოდ, დაემატება HPV-ტესტირება, რაც გულისხმობს კვლევის უფრო თანამედროვე და მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობას.

  • შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისის პროგრამა - შშმ პირთა მხარდასაჭერად, სპეციალური სტანდარტის მიხედვით დაფინანსდება პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რაც გულისხმობს განათლების მიღების, სამუშაოს შესრულების, საჯარო სერვისებით სარგებლობის ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას მათ მხარდაჭერას. პროგრამის მიზანია შესაბამისი საჭიროების მქონე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

  • სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება - აღნიშნული პროგრამა მოიცავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ძვირადღირებულ კვლევებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და შემდეგი მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსებას: ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მრტ-კვლევა.
მერობის კანდიდატის პოზიცია