შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება

ჩვენი თანაქალაქელების პრობლემები პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მტკივნეული საკითხია და მზად ვართ, ამ მიმართულებით, თბილისელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. სოციალურ პრობლემათა შორის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საკითხი დგას. სამწუხაროდ, მრავლად გვყავს ოჯახი, რომლებმაც სახლკარი სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეს. მე და ჩემმა თანაგუნდელებმა, ერთიანი ხედვით, ჩამოვაყალიბეთ უსახლკარობის პრობლემის ეფექტიანად გადაწყვეტის გზები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით სამოქმედო გეგმას. ამას გარდა, ჩვენი მიზანია, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით, 4 წლის თავზე თბილისში აღარ იყოს არც ერთი დაუმთავრებელი მშენებლობა და დაკმაყოფილდეს ყველა უსახლკარო თუ დაზარალებული ოჯახი. მზრუნველი ქალაქის კონცეფცია თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ერთი მხრივ, მოქალაქეთა საჭიროებების, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. ამის დასტურია უკვე განხორციელებული მხარდაჭერის ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ფორსმაჟორულ პირობებში კიდევ უფრო გააქტიურდა და სამომავლო გეგმებში კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ეკონომიკური კრიზისით დაზარალებული სუბიექტების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი საშეღავათო პროგრამებით. მზრუნველი ქალაქის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი პროექტები:

 

  • არც ერთი უსახლკარო ოჯახი - არსებული მწვავე პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ჩვენ მუშაობის სისტემური მიდგომა ვარჩიეთ, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალური ახალი პროგრამის შექმნას, რომლითაც მოხდება უსახლკარო ოჯახებისთვის საჭირო საცხოვრებელი ფართობების შეძენა და სარგებლობის უფლებით გადაცემა. ამ პროგრამის განხორციელების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტში აღარ გვეყოლება არც ერთი უსახლკარო ოჯახი.

 

  • არც ერთი დაუსრულებელი მშენებლობა - 2018 წლიდან მერიამ დაიწყო მუშაობა დედაქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტაზე. შეიქმნა დაუმთავრებელი მშენებლობების განმხილველი სპეციალური კომისია და იდენტიფიცირდა 179 დაუმთავრებელი მშენებლობა ანუ 13000 დაზარალებული ოჯახი. დასაკმაყოფილებელი საერთო სამშენებლო ფართობი კი 1 000 000 კვმ-მდე განისაზღვრა.
მერობის კანდიდატის პოზიცია