შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება
  • მუზეუმების რეაბილიტაცია - განხორციელდება კოსტავას მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და ექსპოზიციის განახლება; რეაბილიტირდება ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი; რეაბილიტირდება მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი; გამოიყოფა სივრცე თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმისათვის და 2012 წლიდან დევნილი მუზეუმი დამთვალიერებელს დაუბრუნდება; თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში აღდგება პირველი ქართული სანოტო სტამბა.

  • 6 სახელოვნებო სკოლის რეაბილიტაცია - (დეტალური ჩამონათვალი იხილეთ კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამაში).

  • გლდანის ახმეტელის თეატრის რეაბილიტაცია და განახლება - ინკლუზიური თეატრის მოწყობის მიზნით, განხორციელდა ახმეტელის თეატრის დამატებითი ფლიგელის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. გაგრძელდება აღნიშნული სივრცის სრულად აღჭურვა და ადაპტირება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში. ასევე, განახლდება თეატრის ექსტერიერი და ინტერიერი და განხორციელდება მთავარი დარბაზის რეაბილიტაცია, თანამედროვე თეატრის შესაბამისი გახმოვანება-განათების სისტემების მონტაჟით.

  • ორივე პანთეონის ძეგლების რესტავრაცია - მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონის შემადგენლობაში შემავალი დიდუბისა და მთაწმინდის პანთეონებში   600-მდე საფლავია (მთაწმინდაზე - 60, დიდუბეში - 500-ზე მეტი). აქედან 200-ზე მეტი საფლავი და 25-ზე მეტი ძეგლი მძიმედ არის დაზიანებული  და  სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. სარეაბილიტაციო პროცესის დაწყების მიზნით, შევიმუშავებთ შესაბამის პროექტს, რომლის მიხედვითაც დავიწყებთ რესტავრაციის სამუშაოებს.

  • თემატური სახელოვნებო ჰაბების მოწყობა - დენდროლოგიურ პარკში დენდროლოგიურ პარკში შეიქმნება თანამედროვე დიზაინის სამუშაო და სასწავლო სივრცე სახელოვნებო ჯგუფებისთვის, სადაც ჩატარდება თემატური ვორქშოფები, ტრენინგები და მასტერკლასები. დამატებით, მოეწყობა სამუშაო სივრცე აღნიშნული ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

  • ეთნიკური უმცირესობებისა და ეროვნული პროექტების დაფინანსება - პროგრამის მიზანია თბილისის მულტიკულტურული თვითმყოფადობისა და დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შემოქმედებითი გამოხატვის უზრუნველყოფა, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მათთვის ღირსეული თანაცხოვრების პირობების შექმნასა და ეროვნული ტრადიციების წარმოჩენა/პოპულარიზაციას.
მერობის კანდიდატის პოზიცია