მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო მიმართულებით შემდეგი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ:
ჭკვიანისატრანსპორტოსისტემა - ჭკვიანი/გონიერი სატრანსპორტო სისტემა (ITS) არის მოწინავე სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური სერვისებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობასა და მოძრაობის მენეჯმენტთან, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, უკეთ იყვნენ ინფორმირებულები, გადაადგილება გახდეს უფრო უსაფრთხო, კოორდინირებული და მოხდეს სატრანსპორტო ქსელების რაციონალური გამოყენება.
დამატებით 380 ერთეულიახალიავტობუსითბილისს - ჩვენ მიერ განახლებულ ავტობუსების პარკს, არსებულ და ახალ მარშრუტებზე, 200 ერთეული 18-მეტრიანი და 180 ერთეული 8-მეტრიანი ახალი ავტობუსი დაემატება.
მიკროავტობუსებისპარკისგანახლება - მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება მიკროავტობუსების პარკის განახლება და ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს ახალი მიკროავტობუსები.
10 სატრანზიტოდერეფანი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერირებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.
ახალივაგონებითბილისისმეტროპოლიტენში - მომდევნო 2 წლის განმავლობაში მეტროპოლიტენს სრულიად ახალი 40 ვაგონი შეემატება.
მეტროსსადგურებისგანახლებისპროგრამა - განხორციელდება მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც დაფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ. ამისთვის გამოიყოფა 60 მილიონი ევრო.
ვადიანისამგზავროაბონემენტებისსისტემურიდანერგვა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელის დანერგვის პარალელურად, ევროპული ქალაქების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, დაგეგმილია ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სხვადასხვა სისტემის ამოქმედება.
2 ახალისაბაგიროდერეფანი - საბაგირო ტრანსპორტი სრულიად ეხმიანება ქ. თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების ხედვას; შესაბამისად, განვახორციელებთ 2 ახალი საბაგიროს პროექტს.
დამატებით 315 კილომეტრამდეველობილიკითბილისს- რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შეიკრას ერთიანი ქსელი ველოტრანსპორტით კომფორტული გადაადგილებისთვის.
ტაქსებისრეფორმის III ეტაპი - გაგრძელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ტაქსის ბაზარზე ტაქსისტებისთვის სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას.