შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო მიმართულებით შემდეგი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ:

 

  • ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა - ჭკვიანი/გონიერი სატრანსპორტო სისტემა (ITS) არის მოწინავე სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური სერვისებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობასა და მოძრაობის მენეჯმენტთან, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, უკეთ იყვნენ ინფორმირებულები, გადაადგილება გახდეს უფრო უსაფრთხო, კოორდინირებული და მოხდეს სატრანსპორტო ქსელების რაციონალური გამოყენება.

  • დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი თბილისს - ჩვენ მიერ განახლებულ ავტობუსების პარკს, არსებულ და ახალ მარშრუტებზე, 200 ერთეული 18-მეტრიანი და 180 ერთეული 8-მეტრიანი ახალი ავტობუსი დაემატება.

  • მიკროავტობუსების პარკის განახლება - მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება მიკროავტობუსების პარკის განახლება და ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს ახალი მიკროავტობუსები.

  • 10 სატრანზიტო დერეფანი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერირებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.

  • ახალი ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენში - მომდევნო 2 წლის განმავლობაში მეტროპოლიტენს სრულიად ახალი 40 ვაგონი შეემატება.

  • მეტროს სადგურების განახლების პროგრამა - განხორციელდება მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც დაფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ. ამისთვის გამოიყოფა 60 მილიონი ევრო.

  • ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემური დანერგვა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელის დანერგვის პარალელურად, ევროპული ქალაქების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, დაგეგმილია ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სხვადასხვა სისტემის ამოქმედება.

  • 2 ახალი საბაგირო დერეფანი - საბაგირო ტრანსპორტი სრულიად ეხმიანება ქ. თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების ხედვას; შესაბამისად, განვახორციელებთ 2 ახალი საბაგიროს პროექტს.

  • დამატებით 315 კილომეტრამდე ველობილიკი თბილისს - რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შეიკრას ერთიანი ქსელი ველოტრანსპორტით კომფორტული გადაადგილებისთვის.

  • ტაქსების რეფორმის III ეტაპი - გაგრძელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ტაქსის ბაზარზე ტაქსისტებისთვის სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას.
მერობის კანდიდატის პოზიცია