შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კახა კალაძე - ქართული ოცნება

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აკაკი წერეთლის გამზირს, ვაჟა-ფშაველას გამზირს, რუსთაველის გამზირს, მელიქიშვილის გამზირს, ქეთევან დედოფლის გამზირსა და ბელიაშვილის ქუჩას; ასევე, სრულად რეაბილიტირდება უნივერსიტეტის ქუჩა, კრწანისის ქუჩა, გოძიაშვილის ქუჩა და კოჯრის გზატკეცილი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში განახლდება მიწისზედა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ახალი სახანძრო ჰიდრანტები, ახალი ტროტუარები, შეიცვლება ბორდიურები და საავტომობილო გზაზე ახალი საფარი დაიგება. დაიხაზება საავტობუსე ზოლები, ველობილიკები და მოეწყობა უსაფრთხო სივრცე ქვეითად მოსიარულეთათვის.

მერობის კანდიდატის პოზიცია