შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

ჩვენი საბიუჯეტო პრიორიტეტები მიმართული იქნება დასაქმების გაზრდის, სოციალური პრობლემების უფრო ეფექტურად მოგვარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით უფრო ეფექტიანად ხარჯვისკენ. მნიშვნელოვნად დაიზოგება ჩინოვნიკების კომფორტისთვის გამიზნული თანხები და ეს თანხა სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. გადაიდგმება რეალური ნაბიჯები ქალაქის გამწვანების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და თითოეული მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.

 

უმნიშვნელოვანესია ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც თბილისს უზარმაზარი პოტენციალის ათვისების საშუალებას მისცემს.  ბიუროკრატიული ხარჯების ნაცვლად, თანხის დიდი ნაწილი სოციალური მიმართულებით უნდა გადანაწილდეს.

მერობის კანდიდატის პოზიცია