საქართველოს და თბილისს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, 800-1000 კილომეტრის რადიუსში შექმნას საუკეთესო საცხოვრებელი, ტურისტული და საქმიანი გარემო; გახდეს საგანმანათლებლო, კულტურული, სამეცნიერო და ფინანსური ცენტრი; იყოს მოწინავე - დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობის თვალსაზრისით. თბილისსა და საქართველოს შეუძლია რეგიონის ინფრასტრუქტურულ ჰაბად გადაიქცეს. ყველა ამ მიმართულების ინკლუზიური განვითარება სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობს ხელს.