შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

თბილისის მერიის სისტემაში არსებული კორუფცია:


  • თბილისის მერიის სისტემის კორუფციისგან  გათავისუფლება საშუალებას მოგვცემს,  თბილისელებმა რეალური სარგებელი იგრძნონ ქალაქის მილიარდიანი ბიუჯეტიდან. ამასთან, სათანადოდ დაფასდეს ის ათასობით ადამიანი, რომლებიც პატიოსნად და პროფესიონალურად შრომობენ თბილისის მერიაში.

 

  • დღეს მერიაში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობს. მათი რიცხვი ბოლო წლებში 7-8 ათასით მაინც გაიზარდა. სწორედ ეს ნეპოტისტურ-კორუფციული სისტემა არ იძლევა საშუალებას, ერთი მხრივ, თბილისელთა უმწვავესი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდეს, მეორე მხრივ, ბაღის პედაგოგების, დასუფთავებისა და ტრანსპორტის  თანამშრომლების, სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და სხვა პერსონალის შრომა დაფასდეს  და მათი ანაზღაურება ოდნავ მაინც შეესაბამებოდეს გაუსაძლის სოციალურ ყოფას, ინფლაციით კიდევ უფრო დამძიმებულ სიღარიბეს.

 

  • თბილისის თვითმმართველობიდან კორუფციის ამოძირკვა პოლიტიკური ნებაა, ამ საკითხის მოგვარება  - ქალაქის განვითარების წინაპირობა.
მერობის კანდიდატის პოზიცია