თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენას, პირველ რიგში, ქვეყნის მასშტაბით შეცვლილი პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო მოახდენს. გარდა ამისა, თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება:
1. კორუფციისგან თავისუფალი თბილისის მერია;
2. რკინიგზის გადატანა და ამით ქალაქის ცენტრში საინვესტიციო და რეკრეაციული ზონის გამოთავისუფლება. ეს პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ასეულ მილიონდოლარიან ინვესტიციას, რის შედეგადაც ქალაქში ახალი საავტომობილო არტერია გაჩნდება. ასევე, მნიშვნელოვნად მოგვარდება გადაადგილების პრობლემა;
3. ახალი ხიდების, საბაგიროებისა და ზოგადად, სატრანსპორტო სისტემის განვითარება;
4. პარკინგის პრობლემის გადაჭრა როგორც სამშენებლო რეგულაციების დაცვით, ისე მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობების წახალისებით;
5. ისტორიული უბნების რეაბილიტაცია და ტურისტული პოტენციალის გაზრდა;
6. რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ურთიერთდაკავშირება;
7. თბილისის ზღვის განვითარება და დანარჩენ ქალაქთან სრულად ინტეგრირება, რაც უზარმაზარი ტურისტული, ინდუსტრიული და სამშენებლო პოტენციალის ათვისების საშუალებას იძლევა;
8. თბილისის გადაქცევა განათლების ექსპორტიორ ქალაქად;
9. მასშტაბური კერძო ინვესტიციების მოსაზიდად თვითმმართველობის მიერ ინვესტორთათვის შესაბამისი საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების ხელშეწყობა.