შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენას, პირველ რიგში, ქვეყნის მასშტაბით შეცვლილი პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო მოახდენს. გარდა ამისა, თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება:

 

1. კორუფციისგან თავისუფალი თბილისის მერია;

 

2. რკინიგზის გადატანა და ამით ქალაქის ცენტრში საინვესტიციო და რეკრეაციული ზონის გამოთავისუფლება. ეს პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ასეულ მილიონდოლარიან ინვესტიციას, რის შედეგადაც ქალაქში  ახალი საავტომობილო არტერია გაჩნდება. ასევე, მნიშვნელოვნად მოგვარდება გადაადგილების პრობლემა;

 

3. ახალი ხიდების, საბაგიროებისა და ზოგადად, სატრანსპორტო სისტემის განვითარება;

 

4. პარკინგის პრობლემის გადაჭრა როგორც სამშენებლო რეგულაციების დაცვით, ისე მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობების წახალისებით;

 

5. ისტორიული უბნების რეაბილიტაცია და ტურისტული პოტენციალის გაზრდა;

 

6. რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და  ურთიერთდაკავშირება;

 

7. თბილისის ზღვის განვითარება და დანარჩენ ქალაქთან სრულად ინტეგრირება, რაც უზარმაზარი ტურისტული, ინდუსტრიული და სამშენებლო პოტენციალის ათვისების საშუალებას იძლევა;

 

8. თბილისის გადაქცევა განათლების ექსპორტიორ ქალაქად;

 

9. მასშტაბური კერძო ინვესტიციების მოსაზიდად თვითმმართველობის მიერ ინვესტორთათვის შესაბამისი საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების ხელშეწყობა.

მერობის კანდიდატის პოზიცია