შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

რკინიგზის გადატანა - რკინიგზის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო ქსელი განუვითარებელია, საავტომობილო კავშირები და მისადგომობა - გართულებული, უახლოესი სატრანსპორტო კავშირები მხოლოდ 4 კმ-შია. შესაბამისად, თბილისის ცენტრალური ნაწილი ქალაქისთვის გამოუყენებელი და განუვითარებელია, ხოლო სატრანსპორტო თვალსაზრისით, რთულად მისადგომი. რკინიგზის გადატანის შედეგად სატრანსპორტო ნაკადისგან სრულად განიტვირთება მიმდებარე ქუჩები; მოეწყობა თბილისის აღმოსავლეთის (კახეთის) და დასავლეთის (მცხეთის) შემაერთებელი უმოკლესი საავტომობილო მაგისტრალი. რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, ქალაქის ცენტრალურ უბნებს საათში 2000 მანქანა მოაკლდება. მაგისტრალის განივად მოეწყობა ახალი საავტომობილო კავშირები, მთლიანად განახლდება და განვითარდება რკინიგზის მიმდებარე სატრანსპორტო ქსელი. მოეწყობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი კვანძი. ისნის ხიდის მიმდებარე გზა  ორად გაიყოფა, ერთი არტერია გაჰყვება არსებულ სარკინიგზო მაგისტრალს და შეუერთდება ახალ გამზირს.

მერობის კანდიდატის პოზიცია