ბიუჯეტის სახსრებით სრულად უნდა განახლდეს ქალაქის ისტორიული, ტურისტული პოტენციალის მქონე უბნები. მნიშვნელოვანია, რეაბილიტაციის პროცესში შენარჩუნდეს მათი (შენობა-ნაგებობების) ავთენტურობა, გადარჩეს ზოგ არეალში არსებული უნიკალური ლანდშაფტი და გათვალისწინებული იყოს ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესები.