შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

განვითარებული ეკონომიკის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. დაფინანსება, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად,  ყველას უნდა შეეხოს.

 

ჯანდაცვაში მდგომარეობის გაუმჯობესება, დიდწილად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის შედეგებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით მწვავედ დგას კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინაციის პრობლემა, რომლის ეფექტურობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუნიციპალიტეტის ორგანოებს - როგორც პოპულარიზაციის, ასევე, ვაქცინაციის პროცესის გამარტივებისა და ხელმისაწვდომობისთვის.

 

გარდა ამისა,  თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები მიზნობრივ ჯგუფებზე უფრო ეფექტურად უნდა იქნეს მიმართული.

მერობის კანდიდატის პოზიცია