შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

თბილისისთვის, მთელი ქვეყნის მსგავსად, სიღარიბე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.  მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად (იხ. ჩვენი ეკონომიკური ხედვა) მნიშვნელოვანია, სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები  სწორად, მიზანმიმართულად, ყოველგვარი დისკრიმინაციის (განსაკუთრებით პოლიტიკური ნიშნით) გარეშე იხარჯებოდეს. არსებული პროგრამებიდან თვისობრივ განახლებას საჭიროებს უფასო სასადილოების პროექტი, რომლითაც 40 000-მდე მოქალაქე სარგებლობს და რომლის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

მუნიციპალურ დონეზე (რომელთან ურთიერთობაც მოქალაქეს მაქსიმალურად უნდა გაუმარტივდეს) უნდა მოხდეს ბევრი სახელმწიფო პროგრამის ინტეგრაცია. მნიშვნელოვანია, მოქალაქეს "ერთი ფანჯრის" პრინციპით შეეძლოს მისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების პაკეტების მიღება, რაც უფრო ეფექტურს გახდის ამ პროგრამების ადმინისტრირებას და  ბენეფიციართათვის მათ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

მერობის კანდიდატის პოზიცია