შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა - საგზაო ქსელის მდგრადი განვითარება  უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გზებზე შეუფერხებლად გადაადგილებისათვის და  3 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

 

1. ახალი გზების, გვირაბების, ხიდების, ესტაკადების მშენებლობას;

 

2. არსებული გზების კაპიტალურ შეკეთებას;

 

3. არსებული გზების ორმოულ შეკეთებას.

 

ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საცობებისგან განსატვირთად საჭიროა, სულ მცირე, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება:

 

  • თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის ორდონიანი ესტაკადის მოწყობა;

 

  • ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ, ლაგუნა ვერესკენ მიმავალ გვირაბთან;

 

  • მარშალ გელოვანის მოედანზე (ვეფხისა და მოყმის ძეგლთან) საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით);

 

  • გალაკტიონის ხიდის მარცხენა მხარეს (უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ასასვლელი) პანდუსის მოწყობა; შეშელიძის და გობრონიძის ქუჩის კვეთასთან მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (მუხიანიდან მოძრავი მანქანებისთვის);

 

  • მდინარე მტკვარზე მარნეულის და რუსთავის გზატკეცილის ქვემო სამგორთან დამაკავშირებელი ხიდის აშენება;

 

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქში განივი კავშირების განვითარება - მტკვარზე ახალი ხიდების აშენება და რკინიგზის გადატანა; ხიდის მშენებლობა ვეფხისა და მოყმის ძეგლთან.

 

რკინიგზის გადატანა - რკინიგზის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო ქსელი განუვითარებელია, საავტომობილო კავშირები და მისადგომობა - გართულებული; უახლოესი სატრანსპორტო კავშირები მხოლოდ 4 კმ-შია. შესაბამისად, თბილისის ცენტრალური ნაწილი ქალაქისთვის გამოუყენებელი და განუვითარებელია, სატრანსპორტო თვალსაზრისით - რთულად მისადგომი. რკინიგზის გადატანით მიმდებარე ქუჩები სატრანსპორტო ნაკადებისგან სრულად განიტვირთება; მოეწყობა თბილისის აღმოსავლეთის (კახეთის) და დასავლეთის (მცხეთის) მიმართულებების შემაერთებელი უმოკლესი საავტომობილო მაგისტრალი. რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, ქალაქის ცენტრალურ უბნებს საათში 2000 მანქანა  მოაკლდება. მაგისტრალის განივად მოეწყობა ახალი საავტომობილო კავშირები, მთლიანად განახლდება და განვითარდება რკინიგზის მიმდებარე სატრანსპორტო ქსელი, მოეწყობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი კვანძი. ისნის ხიდის მიმდებარე გზა  ორად გაიყოფა: ერთი არტერია გაჰყვება არსებულ სარკინიგზო მაგისტრალს და შეუერთდება ახალ გამზირს.

მერობის კანდიდატის პოზიცია