შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

თბილისის საცობების შეკავებისა და მისი პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი ტრანსპორტის   მუდმივი განვითარება-მოწესრიგება. დღეის მდგომარეობით, თბილისში მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა და  მისი არაპოპულარობაა. ქალაქს  სულ მცირე, 900  ავტობუსი სჭირდება. არსებული სამარშრუტო ქსელის რეალურ საჭიროებებზე მორგებასთან ერთად, ეს საშუალებას მოგვცემს, დავამატოთ ახალი მარშრუტები, გავზარდოთ მოქმედ მარშრუტებზე ავტობუსების რაოდენობა და ამით შევამციროთ ლოდინის დრო მგზავრებისთვის. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა გავხადოთ მიმზიდველი.

 

ელექტროტრანსპორტის განვითარება:


  • ტრამვაი - დღევანდელი მონაცემებით, ჰაერის 90% გამონაბოლქვით ბინძურდება, რაშიც  ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ავტომობილია. ტრამვაი  მაღალი გამტარუნარიანი, ეკოლოგიური, ეკონომიური და უსაფრთხო ტრანსპორტია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაც მოხერხებულია. რაც მთავარია, მოიხმარს ელექტროენერგიას და არ აბინძურებს ჰაერს; მოძრაობს მისთვის განკუთვნილ ზოლში და შესაბამისად, დანიშნულების ადგილამდე დანარჩენ ტრანსპორტზე უფრო სწრაფად მიდის. ტრამვაის ერთ შემადგენლობას ერთდროულად რამდენიმე ავტობუსის მგზავრის გადაყვანა შეუძლია, ამიტომ სწრაფად უნდა მოხდეს დეტალური კვლევა, სად შეიძლება ტრამვაის ხაზის  მოწყობა და ბიუჯეტში საამისო თანხებიც განისაზღვროს.

 

  • საბაგიროები - მნიშვნელოვანია საბაგიროს, როგორც  ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე  და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება,  რომელიც მოემსახურება მგზავრთა უკეთეს, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას როგორც ტურისტული, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით. საწყის ეტაპზე სასურველია შემდეგი ხაზების მშენებლობა: უნივერსიტეტი - ბაგები - წყნეთი; დიდუბე - ვაშლიჯვარი - ლისი;  თბილისის ზღვა-ლოტკინი-სადგურის მოედანი; ზღვის უბანი-ახმეტელის თეატრი; ვაზისუბანი - მეტროსადგური "სამგორი"; ვაკის პარკი, კუს ტბის დაკავშირება ახალ სადგურ - მთაწმინდასთან და მთაწმინდის დაკავშირება არსებულთან - ნარიყალა, რიყე.

 

  • თბილისის მეტრო - გარდა იმისა, რომ მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს მეტროს არსებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთება-განახლება, მნიშვნელოვანია,  დაიწყოს მუშაობა მეტროს ახალი ხაზების დასაპროექტებლად. საჭიროა მატარებლების შემადგენლობის  გაზრდაც.
მერობის კანდიდატის პოზიცია