შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნიკა მელია - ძალა ერთობაშია

დღეის მდგომარეობით, ქალაქის ცენტრალურ არეალში მთავარი გზების ხშირი ქსელის გამო, ქვეითთა გადაადგილება, განსაკუთრებით, მდინარის ნაპირებზე, არაპრაქტიკული და საშიშია. საფეხმავლო სივრცეების სტრატეგიულად სწორი დაგეგმარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზეც. როგორც კვლევები გვიჩვენებს, საფეხმავლო ქალაქები ეკონომიკურად უფრო  ეფექტურია. ურბანული ადგილები, ადგილობრივი ბიზნესი - ქვეითთა დახმარებით მნიშვნელოვნად ზრდის შემოსავალს. ამიტომ, ქალაქში  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საფეხმავლო სივრცეების მოწესრიგებას, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს რეაბილიტირებულ სივრცეებში ახალი მცირე ბიზნესების შექმნა (პატარა კაფეები,  საბავშვო ატრაქციონები, სავაჭრო დახლები, მოწესრიგებული გარევაჭრობის ადგილები), რაც ქალაქში დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს მოიტანს.

 

აუცილებელია ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების გამარტივება, რათა, ტროტუარის არარსებობის გამო, არ მოუწიოთ გზის ნაწილზე გადმოსვლა, რაც ასევე ხშირია და  მოძრაობის შეფერხების გარდა, ადამიანების სიცოცხლესაც ემუქრება. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა ტროტუარების  სრულად გათავისუფლება პარკინგისგან.

მერობის კანდიდატის პოზიცია