შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის

პირველი და უმთავრესია ქალაქის ფუნქციური და გეოგრაფიული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება. ეს არის თანამედროვე თბილისის განვითარების ახალი მიდგომა, რომელიც მოიცავს 5 ქალაქის კონცეფციას და აერთიანებს სივრცეებს, რომელთაც არცთუ სიმბოლურად ეწოდებათ "საქმიანი ქალაქი", "კინო ქალაქი", "სამუზეუმო და საფესტივალო ქალაქი", "განათლებისა და ინოვაციის ქალაქი" და "სამედიცინო ქალაქი".

 

თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კრეატიული ინდუსტრიების წახალისება: მაგალითად, მოდის ინდუსტრიაში ადგილობრივი დიზაინერების მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და წამყვან მოდის სახლებთან თანამშრომლობა (Balenciaga, Christian Dior და ა. შ.). არქიტექტურული მომსახურების საერთაშორისო ჰაბის შექმნა, რომელიც დაუკავშირდება ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებს და ხელს შეუწყობს ქართველ პროფესიონალთა  ახალი თაობის მომზადებას.

 

თანამედროვე ქალაქების განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორც საქმიან სფეროში, ისე  ქალაქების ურბანული პროცესების მართვისას. ამიტომ, ჩვენი მიზანია, თბილისი ვაქციოთ IT ინდუსტრიის ცენტრად. დავნერგავთ ინფორმაციის მართვის ღია პლატფორმას (open data), რაც წაახალისებს კომპანიებს ახალი პროდუქტების შექმნისკენ, როგორც სახელმწიფო, ისე  საერთაშორისო ბაზრებისთვის.

მერობის კანდიდატის პოზიცია