შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის

თბილისი ისტორიულად ასრულებდა კავკასიის საქმიანი ცენტრის ფუნქციას. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ თბილისის, როგორც ფინანსური და ბიზნეს ჰაბის იმიჯი, მოვიზიდოთ საერთაშორისო კორპორაციები და დავიმკვიდროთ რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს ქალაქის ადგილი. შემდგომი 4 წლის განმავლობაში მასშტაბური ბიზნესის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამით სრულად გარდავქმნით თბილისის ბიზნეს-ინფრასტრუქტურას.

 

ჩვენ შევქმნით 100 000 სამუშაო ადგილს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით, ქალაქგანვითარების მეგაპროექტებითა და ეფექტური მართვით.

 

თბილისი გახდება რეგიონის საინვესტიციო და დასაქმების ცენტრი, უახლოეს 4 წელიწადში მისი ბიუჯეტი გასამმაგდება - გაიზრდება 1 მილიარდ აშშ დოლარამდე.

 

კერძო და საჯარო (PPP) პარტნიორობის პროგრამების ფარგლებში შევქმნით სტარტაპერებისა და აქსელერატორების მხარდაჭერის სპეციალურ ფონდს, რომელსაც საერთაშორისო მმართველი კომპანიის მენეჯმენტი ეყოლება და  ინოვაციურ ბიზნესპროექტებს წაახალისებს.

მერობის კანდიდატის პოზიცია