შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის

თბილისს სჭირდება რადიკალურად განსხვავებული და სწორად გააზრებული სტრატეგია მდგრადი ურბანული განვითარებისთვის. "ლელოს" მიერ წარდგენილი პროგრამის მთავარი კომპონენტები ქალაქის წინაშე  არსებულ  თითქმის ყველა მსხვილ გამოწვევას პასუხობს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სწორი ურბანული პოლიტიკა, სადაც ამოსავალი წერტილი და პრიორიტეტი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამისათვის საჭიროა მასშტაბური გადაწყვეტილებები ქალაქმშენებლობითი, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით.

 

ადამიანების საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სამშენებლო რეგულაციებისა და სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა; ერთ სულ მოსახლეზე ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურის ხვედრითი წილის გაზრდა; დეცენტრალიზაცია და პოლიცენტრული განვითარება; სატრანსპორტო საკითხების კომპლექსური გადაწყვეტა, ქალაქის მორგება ფეხით მოსიარულეთა ინტერესებზე; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხვედრითი წილის გაზრდა და ალტერნატიული ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებების წახალისება, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება, მტკვრის გაწმენდა და ჩართვა როგორც ტურისტულ, ასევე, სატრანსპორტო ქსელში, ნარჩენების მართვის სწორი პოლიტიკა, მომავალზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

მერობის კანდიდატის პოზიცია