შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის

3 ახალი ცენტრალური პარკი 100 ჰექტარზე, რომელიც იქნება თბილისის ახალი ფილტვები. თბილისის ყველაზე მჭიდრო განაშენიანების ზონაში მოეწყობა ქალაქის მწვანე ბირთვი: მზიური, ძველი ზოოპარკი, ძველი იპოდრომი და ვაკის პარკი ერთმანეთს მწვანე ბილიკებით დაუკავშირდება.

 

შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მწვანე საფარი გასამმაგდება და  გაუთანაბრდება გაეროს სტანდარტებს:

 

  • თბილისის მწვანე ბირთვი: ზოოპარკი, მზიური, იპოდრომი;

 

  • თბილისი გრანდ პარკი - დიღმის ჭალები;

 

  • თბილისი "ჰაი ლაინი" - სარკინიგზო მაგისტრალის ადგილას.

 

შემუშავდება თბილისის ზღვის ტერიტორიის განაშენიანების 9-წლიანი გეგმა. შედეგად, ეტაპობრივი განვითარების გზით  სრულიად ახალ ტურისტულ ზონას მივიღებთ.

მერობის კანდიდატის პოზიცია