შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის

ჩვენი მიზანია თბილისისთვის მწვანე ქალაქის იმიჯის დაბრუნება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების წახალისებით პრევენციული პოლიტიკის გატარება თითოეული თბილისელის ჯანმრთელი მომავლისათვის. ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული ქალაქის მწვანე სივრცეების დაცვის ეფექტური პოლიტიკა და მათი გაჯანსაღების ეფექტური კონცეფცია 4 წელიწადში რეალურ შედეგს მოგვცემს.

 

სუფთა ჰაერი ქალაქს - ჰაერის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საწარმო სიმძლავრეების გატანა ქალაქიდან, რომლებიც  ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს. ქალაქის გათავისუფლება სამშენებლო, ეკოლოგიაზე უარყოფითად მოქმედი კანცეროგენური საფრთხის შემცველი ნარჩენებისაგან.

მერობის კანდიდატის პოზიცია