შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის

ჩვენი მიზანია, თბილისელებს შევთავაზოთ ახალი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები: სმენადაქვეითებულებისა და უსინათლოების, ეტლით მოსარგებლეთა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პროგრამა, რომელიც წაახალისებს შშმ პირთა დასაქმებას  როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

 

შეიქმნება დიაგნოსტიკის, სამკურნალო და რეაბილიტაციის საერთაშორისო დონის (დიღმის) სამედიცინო კლასტერი, რომელსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურით (პარკინგი, ტრანსპორტი, გამწვანება) ქალაქის მთავრობა (მერია) უზრუნველყოფს. მის ტერიტორიაზე მოეწყობა საკონფერენციო სივრცე, საერთაშორისო სადემონსტრაციო და სამედიცინო ტრენინგ ცენტრი; კლასტერი გახდება საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების საბაზო-დიაგნოსტიკური და სამკურნალო დაწესებულებების კომპლექსი.

 

დავნერგავთ დამატებით დიაგნოსტიკურ, სამკურნალო-სარეაბილიტაციო მუნიციპალურ პროგრამებს, რომლებიც  ხანდაზმული, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსებას უზრუნველყოფს.

 

შევქმნით სპეციალურ მუნიციპალურ პროგრამას, რომელიც თბილისის მოწყვლად მოსახლეობას  უფასოდ და შეღავათიანი ფასებით მიაწოდებს მედიკამენტებს.

მერობის კანდიდატის პოზიცია