შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის

აუცილებელია თბილისში ბაღების რაოდენობის გაზრდა და სპეციალური სავაუჩერო სისტემის შექმნა, რაც მშობლებს ბავშვის სკოლამდელი მომზადების პროცესის დაფინანსებას გაუადვილებს.

 

საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში უნდა შეიქმნას არაფორმალური საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან თანამედროვე პროფესიებს - დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით.

 

თბილისის გლობალური აკადემია - ბაზა პროფესიული და ტექნოლოგიური პროგრამების შესაქმნელად, რომელიც მოიზიდავს ნიჭიერ ახალგაზრდებს, საერთაშორისო მკვლევრებს და ინოვატორებს. მუდმივი კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

თბილისის ინოვაციების ცენტრი - ქართული და უცხოური წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტების პარტნიორობის პროგრამის შექმნა, საერთაშორისო აქსელერატორების შემოყვანა და თბილისის, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის პრომოუშენი.

 

უცხო ენების ცენტრი თბილისელი ახალგაზრდებისთვის, სადაც მსურველები უფასოდ შეისწავლიან  უცხო ენებს და  საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის (SAT, TOEFL, IELTS) მოემზადებიან.

მერობის კანდიდატის პოზიცია