შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი გახარია - საქართველოსთვის

ურბანული პოლიტიკის კუთხით ჩვენი პრიორიტეტებია:

 

  • სამშენებლო ნებართვების გაცემა ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისა და იერსახის შემდგომი დამახინჯებისგან თავის არიდების გათვალისწინებით, ბიზნესის ინტერესებისა და კერძო საკუთრების მკაცრი დაცვის პირობით; ქალაქგეგმარებითი სტანდარტების მკაცრად დაცვა, კორუფციის აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, მეტი პრიორიტეტი სარეკრეაციო სივრცეებს;

 

  • ავლაბრის, სოლოლაკისა და სხვა ისტორიული უბნების მასშტაბური რეაბილიტაცია-განახლება კერძო სექტორის ჩართულობით;

 

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების მიწოდების ტემპისა და ხარისხის მორგება ქალაქის ზრდის ტემპზე;

 

  • სწრაფად მზარდ რაიონებში (მაგ: დიდი დიღომი, თბილისის ზღვის ტერიტორია და სხვა) შესაბამისი სოციალური და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიწოდება - საჯარო სკოლები, ბაღები, საკმარისი მუნიციპალური ტრანსპორტი და ა.შ.;

 

  • მუნიციპალური სერვისების მიწოდების ხარისხის ზრდა, როგორც შესაბამისი აღჭურვილობისა და ტექნიკის შეძენა/განახლების, ისე პერსონალის ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებით;

 

  • კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის სრულად უზრუნველყოფა;

 

  • ქალაქის ურბანული იერსახის გაუმჯობესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, თბილისში არსებული დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტის დასრულება, კერძო სექტორის ჩართულობითა და რიგ შემთხვევაში, სახელმწიფოსა და ბენეფიციართა შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმით.
მერობის კანდიდატის პოზიცია