შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი გახარია - საქართველოსთვის

თბილისს აქვს პოტენციალი, შექმნას საკუთარი ეკონომიკა - მოქალაქეების დასაქმება უზრუნველყოს. თბილისის მთავარი უპირატესობა  ქალაქში სამუშაო ძალის თავმოყრა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობაა. თბილისის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის აუცილებელია, ქალაქს ჰქონდეს ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა და შესაბამისი ბიზნესგარემო.

 

ქალაქს სჭირდება სწორი ურბანული განვითარება, კომპლექსური განვითარება: მშენებლობებთან ერთად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი მუნიციპალური სერვისების მიწოდება. ურბანული განვითარების პარალელურად, მსხვილ ქალაქებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოება/განვითარება. ამისათვის  თბილისში განხორციელდება მეტროს გაფართოების პროექტი - დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებულ ვითარებას. ასევე, ახლად დაკავშირებულ რაიონებში ეკონომიკურ აქტივობას და უძრავი ქონების ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის. ჩვენ განვიხილავთ მეტროს განვითარების პროექტის დაფინანსებას მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით და პროექტში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, ქართული დიასპორის ჩართულობით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის შექმნა-განვითარება - სატრანსპორტო კორიდორის შენარჩუნებით და რეკრეაციული ფუნქციის უპირატესობით. ასევე, მდინარე მტკვრის გასწვრივ იდენტიფიცირებული საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები და სხვა.

მერობის კანდიდატის პოზიცია