შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი გახარია - საქართველოსთვის

ჩვენი მიზანია ურბანულად განვითარებული და ხარისხიანი მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფილი თბილისი!

 

1. სამშენებლო ნებართვების გაცემა ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისა და იერსახის შემდგომი დამახინჯების თავიდან აცილების  გათვალისწინებით, ბიზნესის ინტერესების და კერძო საკუთრების მკაცრი დაცვის პირობით; ქალაქგეგმარების სტანდარტების მკაცრად დაცვა, კორუფციის აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, მეტი პრიორიტეტი სარეკრეაციო სივრცეებს;

 

2. ისეთი მასშტაბური პროექტების დაგეგმარებისას, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კონკრეტული უბნის მოსახლეობის ყოველდღიურობაზე, მათ სატრანსპორტო გადაადგილებასა თუ სხვა ფაქტორებზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება;

 

3. ავლაბრის, სოლოლაკის და სხვა ისტორიული უბნების მასშტაბური რეაბილიტაცია-განახლება კერძო სექტორის ჩართულობით;

 

4. ქალაქის ურბანული იერსახის გაუმჯობესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, თბილისში არსებული დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტების დასრულება, კერძო სექტორის ჩართულობითა და რიგ შემთხვევაში, სახელმწიფოსა და ბენეფიციართა შორის სხვადასხვაგვარი თანამშრომლობით.

მერობის კანდიდატის პოზიცია