შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი გახარია - საქართველოსთვის
  • სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ისე, საზოგადოების ფართო ჩართულობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც სპორტულ სივრცეს მნიშვნელოვანი შეზღუდვები შეეხო.  აუცილებელია, სახელმწიფო ამ პროცესში დროული, სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯებით ჩაერთოს.

  • მნიშვნელოვანია სპორტული ფედერაციების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება.

  • დღეს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს წვდომა სათანადო სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტებში. ჩვენი ამოცანაა, სისტემური განახლების პრინციპზე დაყრდნობით, სპორტულ ცხოვრებაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობა გავზარდოთ. აღნიშნული გულისხმობს პროფესიულ კვლევებსა და მიდგომებზე დაფუძნებულ ცვლილებებს სკოლამდელ, საბავშვო პერიოდისა და მასობრივი სპორტის განვითარების პოლიტიკაში.

  • მნიშვნელოვანია, სპორტი იქცეს უფრო მიმზიდველ მიმართულებად ინვესტიციისა და კომერციალიზაციისთვის, რისთვისაც საჭიროა კონკრეტული ინიციატივებისა და პროგრამების დანერგვა.
მერობის კანდიდატის პოზიცია