შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი გახარია - საქართველოსთვის

ჩვენი მიზანია სოციალურად უზრუნველყოფილი თბილისი!

 

1.  მიზნობრივი მუნიციპალური ან ადგილობრივი სოციალური დახმარების სქემების შექმნა, რომელიც ჩაანაცვლებს დღეს არსებულ სისტემას და  რეალური შემავსებლის ფუნქციას შეასრულებს;

 

2. ჯანდაცვის პროგრამებისა და მედიკამენტების დაფინანსების მასშტაბის გაზრდა პრიორიტეტული კატეგორიების მიხედვით;

 

3. "შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამის" გაფართოება და თანადაფინანსების არეალის გაზრდა;

 

4. თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის რესურსების ზრდა და ინფრასტრუქტურის განახლება;

 

5.  უფასო სასადილოების მუშაობის გაგრძელება და მათი სერვისების ხარისხის გაუმჯობესება;

 

6. შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვა და არსებულის გამართვა - ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირება;

 

7. 170-მდე ნგრევადი საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია-განსახლება, იქ მცხოვრებ პირთათვის სიცოცხლისთვის უსაფრთხო, დაცული საცხოვრებელი პირობების შექმნა;

 

8.  "არცერთი ბავშვი ბაღის გარეშე" - მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბაღების რაოდენობის გაზრდა. მათ შორის, საჯარო-კერძო თანამშრომლობის მოდელის დანერგვით.

მერობის კანდიდატის პოზიცია