შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი გახარია - საქართველოსთვის
  • მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს კულტურის სფეროს მიმართ სახელმწიფოებრივი ხედვა.

 

  • აუცილებელია ხელოვნების დარგებში დაგროვილი პოტენციალისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენება. ინოვაციებისა და კონკურენციის ხელშეწყობით, უნდა გადავდგათ ნაბიჯი კულტურის ეკონომიკური პოტენციალის ზრდისა და გლობალურ ტენდენციებთან დაახლოების მიმართულებით.

 

  • ქართული კულტურა, როგორც ქართული თვითმყოფადობის გამოხატულება, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.

 

  • განსაკუთრებით საყურადღებოა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი, მათ შორის, ტურისტულ პოტენციალში ჩართვის თვალსაზრისით. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ცოდნა და ინფორმაცია კულტურაში არსებულ მდგომარეობაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის.

 

  • მნიშვნელოვანია მუზეუმებისა და სხვა სოციალურ-კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია, რაც თბილისის კულტურულ და ტურისტულ შესაძლებლობებში მათ აქტიურ ჩართვას უზრუნველყოფს.
მერობის კანდიდატის პოზიცია