შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი გახარია - საქართველოსთვის

ჩვენი მიზანია ტრანსპორტითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი თბილისი!

 

1. თბილისის მეტროს შემდგომი განვითარება - დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით. ასევე, თბილისის და რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით, რაც:

 

  • მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებულ ვითარებას;
  • მნიშვნელოვნად გაზრდის ახლად დაკავშირებულ რაიონებში ეკონომიკურ აქტივობას და უძრავი ქონების ღირებულებას.

 

2. მეტროს განვითარების პროექტის დაფინანსება მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით;

 

3. არსებული მეტროსადგურების მასშტაბური განახლება; მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების დამატება;

 

4. ავტობუსების პარკის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტრანსპორტით ჩანაცვლების გაგრძელება;

 

5. მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალური ავტობუსებით უფასო მგზავრობა - თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებული ვითარების მოწესრიგებამდე;

 

6. ინფრასტრუქტურის კომპლექსური განახლება (გზა-წყალგაყვანილობა-დრენაჟი), რაც თავიდან აგვარიდებს  ახლადშექმნილი ინფრასტრუქტურის დაზიანებას/მისი შეცვლის საჭიროებას და  გაუმართაობას;

 

7. არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და სრულად გამართვა - წლების განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;

 

8. შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის მკაცრი კონტროლი.

მერობის კანდიდატის პოზიცია