შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
გიორგი გახარია - საქართველოსთვის

ქალაქის ურბანული განვითარების პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების მიწოდება. დღეს თბილისი  უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მუნიციპალური სერვისების ხარისხი და მიწოდების ტემპი. საბიუჯეტო სახსრების განაწილებისას ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება იქნება, რასაც მივაღწევთ როგორც შესაბამისი აღჭურვილობისა და ტექნიკის შეძენა/განახლებით, ისე პერსონალის უკეთესი ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფით.

მერობის კანდიდატის პოზიცია